|
2023-01-27 14:12:34, 1158 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ნუ ექნებათ იმედი, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს - სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ
იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას თქვა, საქართველომ "უცხოელების" ჭკუაზე არ უნდა იცხოვროს. "ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, უცხოელებმა რამე გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ რიგში, უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავის დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, დედა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს ჩვენ რა გავაკეთოთ? მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს, არ დავჭამოთ ერთმანეთი. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც თუ გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ შეცდომები გვაქვს, დავჯდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის არ ვესხმით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა", - თქვა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 8 იანვარს „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". აღნიშნულის პასუხად, ბროუდერმა გაავრცელა განცხადება და მესამე პრეზიდენტს სთხოვა, მოწამვლასა და წამებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მიეწოდებინა.
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)