|
2023-01-26 13:57:52, 2204 ნახვა
სამხედრო
შვედეთი უკრაინას Stridsvagn 122 ტანკებს მიაწვდის
შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის სტრიდსვაგნ 122 (Stridsvagn 122) ტანკების მიწოდებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. - ამის შესახებ, გაზეთი Svenska Dagbladet ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პოლ ჯონსონზე დაყრდნობით იუწყება. ტანკების გადასატანად მზადება მიმდინარეობს, თუმცა შესაძლებელია ეს მოგვიანებით მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა. Stridsvagn 122 არის შვედური მთავარი საბრძოლო ტანკი, გერმანული Leopard 2A5-ის მოდიფიკაცია. 25 იანვარს შეერთებული შტატები დაჰპირდა უკრაინას 31 მოწინავე M1 Abrams ტანკის გადაცემას. ვაშინგტონს არ სურდა რთულად შესანახი აბრამსის უკრაინას გადაცემა, მაგრამ შეცვალა ტაქტიკა, რათა დაერწმუნებინა გერმანია უკრაინაში გაეგზავნა უფრო ადვილად გამოსაყენებელი Leopard 2 ტანკები. გერმანია დათანხმდა უკრაინას 14 Leopard 2 საბრძოლო ტანკის მიწოდებას, ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ეს გადაწყვეტილება 25 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დაბადების დღეს გამოცხადდა. პოლიტიკოსი 45 წლის გახდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)