08:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 12:52:41, 983 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ გასულ წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა

უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართებით 378 ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი.

„წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი. უსახლკაროთა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მომართვიანობაა. დღეის მდგომარეობით, ფართებით დასაკმაყოფილებელი გვრჩება 378 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.

„უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო, ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, რაიონულ გამგეობას ან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართოთ. პროცესში ჯანდაცვის სამინისტროცაა ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics