22:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 15:32:46, 1300 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „არქი“ საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „არქი“ თბილისში, 4 877 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს - „Super 8 by Wyndham“ აშენებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდს წარმოადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო  და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სამვარსკვლავიან, 13 სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“  ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ. „საქართველოს ბანკთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, სამომავლოდაც მათთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი“, - განაცხადა კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ფინანსურად მხარს ვუჭერთ  „Super 8 by Wyndham“ სასტუმროს მშენებლობას. მსგავსი პროექტები ზრდის და აძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, -  განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

ინფორმაციისთვის, „არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის „არქი“-ს 43 პროექტი აქვს განხორციელებული და ის უკვე 30 000-მდე მაცხოვრებელ „არქელს“ აერთიანებს. ბოლო პერიოდში კომპანია სასტუმროს ბიზნესში აქტიურად ჩაერთო და არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ბრენდის სასტუმროსა და აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics