00:34 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 21:11:17, 2171 ნახვა

სამხედრო
ჩეჩნეთში აპირებენ მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოებას, სახელწოდებით „ჯიჰადის მანქანა“

ჩეჩნეთში აპირებენ მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოებას, სახელწოდებით „ჯიჰადის მანქანა“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, ჩეჩნეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეჩნეთის რეგიონული მთავრობის განცხადების მიხედვით, ჩეჩნეთის ხელისუფლება "ჩეჩენავტოს" ქარხანაში მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ დასძინეს, რომ მანქანას, სახელწოდებით "ჯიჰადის მანქანა", ტესტირება რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში ჩაუტარდება.

„წინა დღით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა და რეგიონის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ადამ ხაკიმოვმა არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრების ფარგლებში განიხილეს შპს "ჩეჩენავტოს" საწარმოო ბაზაზე ჯიჰადის მანქანის წარმოების დაწყების საკითხი“, - განაცხადა წყარომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics