22:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 10:15:10, 1247 ნახვა

მსოფლიო
გერმანული მედია - ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ აშშ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის,- აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

როგორც გერმანული მედია წერს, კანცლერმა ბოლო დღეებში დახურულ კარს მიღმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ამერიკულ ტანკებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე.

ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა, განაცხადა:

„ბაიდენი თვლის, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების დახმარების რა ნაბიჯებს გადადგამს და რა სახის აღჭურვილობით შეძლებს უკრაინის დახმარებას".

ამასთან, როგორც გერმანული მედია წერს, დასავლელი მოკავშირეები 20 იანვარს გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გზები განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც მოუწოდებენ.

როგორც, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს დავოსში,  გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს განუცხადა, ეშინია, რომ რუსეთი  თვეების განმავლობაში ამზადებს ახალ შეტევას უკრაინაზე და ამიტომ გადამწყვეტი კიევისთვის დამატებითი საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ცნობისთვის, გერმანული ტანკი Leopard 2 დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად ითვლება, რომელიც იწონის 60 ტონაზე მეტს (60000 კილოგრამს), აქვს 120 მმ გლუვლულიანი იარაღი და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 5 კილომეტრამდე მანძილზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics