|
2023-01-18 14:22:00, 1440 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენი მთავარი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს წამყვანი რეგიონის ეკონომიკაში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. ,,ის, რომ დანიშვნიდან მეორე დღეს ქუთაისის აეროპორტში ვიმყოფები მენეჯმენტთან და ყველა ჩემს თანამშრომელთან ერთად, იმის უსვამს ხაზს, თუ რამდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ადგილზე შევხვდი ჩვენს თანამშრომლებს, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებენ. ჩვენი მთავარი მიზანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს წამყვანი რეგიონის ეკონომიკაში, იყოს არამხოლოდ აეროპორტი არამედ, დიდი ეკონომიკური ფონის შემქმნელი. მიზანი რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანაზე ვრცელდება, რომ ავიაცია უნდა იყოს და არის კიდეც, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და განვითარების ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ამ მიზნის განვითარებას და აღსრულებას ჩვენ ვიწყებთ ქუთაისიდან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში მოქმედ მსხვილი ობიექტების წარმომადგენლებსა და კონტრაქტორებს შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძეს მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)