|
2023-01-18 13:06:10, 1633 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „დი ბი ეს ჯგუფს“ წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)