|
2023-01-18 10:16:53, 1479 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერი - უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა
უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. როგორც მარინმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმს დაესხა თავს, ევროპასა და მის მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ. "ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ისტორიას და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე ნატო-ს წევრი? ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს წევრი, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სანა მარინი იმედოვნებს, რომ შვედეთისა და ფინეთის რატიფიკაციის პროცესი „რაც შეიძლება სწრაფად“ წარიმართება. ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი, თურქეთისა და უნგრეთის გარდა, ნატო-ს ყველა წევრის მიერ უკვე დამტკიცებულია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)