|
2023-01-18 00:25:09, 1374 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, მედიკამენტებზე ხდელმისაწვდომობის გაზდის მიზნით, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმატებულად შეაფასა
„ჩვენ გვაქვს შექმნილი ჯანდაცვის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული გვაქვს ის მკაფიო პრიორიტეტები, რითაც უფრო ხელმისაწვდომს გავხდით, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჯანდაცვას. ამ ხელმისაწვდომობასთან ერთად იქნება, როგორც ხარისხი უზრუნველყოფილი, ასევე ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებები, სახელფასო განაკვეთები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ხარისხიან ჯანდაცვას“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობა მედიკამენტებში წლიურად 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მინისტრმა რეფორმა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილების შემდეგ, ქვეყანაში, მაღალი ხარისხის, ზუსტად იგივე დასახელების და მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი მედიკამენტები შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ფარმაცევტული რეფორმის შემდეგი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამოქმედდა, რაც მედიკამენტების ზედა ზღვრული ფასის დაწესებას გულისხმობს. ცვლილება, მედიკამენტებზე მოსახლეობის დანახარჯს, კიდევ 40%-ით შეამცირებს. „პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ყოველდღიურად გამოყენებადი მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური ტიპის მედიკამენტებია. დაახლოებით 50-მდე მოლეკულაა, რომელიც სხვადასხვა დასახელების 1200-ზე მეტს მედიკამენტს მოიცავს. ჩვენ, ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილება გავითვალისწინეთ, ჩართულები იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ეტაპებიც, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად მოიცავს ფარმაცევტულ ბაზარს, ესეც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)