|
2023-01-15 15:22:49, 1284 ნახვა
საზოგადოება
გერაშენკო კიკაბიძეზე - ლეგენდა წავიდა - მას სძულდა ყველაფერი, რაც „რუსულ სამყაროსთან“ იყო დაკავშირებული
ლეგენდა წავიდა: მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონი გერაშენკო სოციალურ ქსელში წერს. გერაშენკომ აღნიშნა, რომ ბუბა კიკაბიძე ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას და ღიად გმობდა პუტინს. "ლეგენდა წავიდა: მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძემ დიდი პოპულარობა მოიპოვა ფილმების "ნუ ტირი!" და "მიმინოს" გამოსვლის შემდეგ. 2008 წლიდან, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მან შეწყვიტა გამოსვლები რუსეთის ფედერაციაში. ის ასევე ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ღიად გმობდა პუტინს და სძულდა ყველაფერი, რაც "რუსულ სამყაროსთან" იყო დაკავშირებული",- წერს ანტონი გერაშენკო. ცნობისთვის, დღეს, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)