|
2023-01-14 13:41:49, 1677 ნახვა
მსოფლიო
უკრაინისადმი არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა საკუთარი ნებით გადადგომა გადაწყვიტა, წერს Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. გადადგომის თარიღის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ხელისუფლება სამხედრო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს ეძებს, აღნიშნავს გაზეთი. ლამბრეხტს საყვედურობდნენ კიევისთვის არასაკმარისი მხარდაჭერისთვის. მას ასევე ადანაშაულებდნენ არმიის რეფორმის გაჭიანურებაში, გერმანიის სამხედრო საცავებში საბრძოლო მასალისა და რაკეტების ნაკლებობაში. გერმანული მედიის ცნობით, ბოლოს ის გააკრიტიკეს საახალწლო ვიდეოზე წლის შედეგებით, რომელიც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ვიდეოში უკრაინა ნახსენები არ იყო. „ომი მძვინვარებს შუა ევროპაში. და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შევძელი. ბევრი, შეხვედრა მქონდა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან“, - ამბობს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ვიდეოში. ფედერალურ მთავრობას ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში, გერმანიის ბუნდესტაგმა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინას მძიმე იარაღისა და დახვეწილი იარაღის სისტემების მიწოდება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)