|
2023-01-14 11:51:39, 1338 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტში 2023 წლიდან 50-მდე სერვისი ჟესტურ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, პირველ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში ჟესტური ენით მომსახურება დაინერგა, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე, შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა. "აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ფუნქციონირებს ლიფტი, ხოლო მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის (უსინათლო, მცირედმხედველი) განთავსებულია ტაქტილური ბილიკები, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კატეგორიის მოქალაქე ერთიანი მომსახურების ცენტრის სივრცეში ხვდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრში დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი. მომსახურებას გასცემს ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორი, რომელიც გადამზადებულია და ფლობს ჟესტურ ენას. ვიდეოზარით მომსახურების მისაღებად ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირმა უნდა მოგვმართოს შემდეგ ნომერზე - +995 577 77 51 91, ხორციელდება მიღებული ზარების ჩაწერა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)