12:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 13:28:03, 813 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო. 

"მხარეებმა შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს. 

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. 

სისტემის შემუშავებისას, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან. 

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე მოსახლეობისთვის, მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას.

ზურაბ აზარაშვილმა უწყების მხრიდან, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის, უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესიც. 

ელჩმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics