00:07 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 15:56:43, 1486 ნახვა

მსოფლიო
ეუთოს გენერალური მდივანი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია. 

მისი თქმით, ერთ დღეს ორგანიზაციას კვლავ დაგვჭირდება რუსეთთან საკომუნიკაციო არხები.

„ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ რუსეთი დარჩეს ეუთოს წევრად“, - განაცხადა შმიდმა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის აგრესიის ფონზე, ეუთოს წარმომადგენლებს მისი ორგანიზაციიდან გარიცხვისკენ მოუწოდა.

”ერთ დღეს ჩვენ კვლავ დაგვჭირდება საკომუნიკაციო არხები”,- დასძინა შმიდმა.

მისივე თქმით, ეუთო არის ერთადერთი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ყველა, ვინც მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ერთ მაგიდასთან ზის. ის გამოვიდა ცივი ომის დაპირისპირებიდან და დაარსდა ძალიან განსხვავებული ინტერესების მქონე ქვეყნების მიერ, რომლებსაც მაინც სურდათ ესკალაციის თავიდან აცილება.

ცნობისთვის,ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმის გამო, რომ ის საკმარისად არ იყო ჩართული ომის დაასრულების საკითხში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics