12:31 - 06 May, 2026
|
2023-01-09 14:34:28, 1415 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვში, რესტორან „თბილისოში“ 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლეს
მოსკოვის ოლქში, მითიშჩიში, რესტორან „თბილისოში“ ჭურჭლის მრეცხავმა ქალმა 50 წლის ქართველი შეფ-მზარეული მოკლა. შემთხვევა 4 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა, როდესაც რესტორნის დარბაზში მხოლოდ ერთი სტუმარი იმყოფებოდა. რაც შეეხება მოკლულ მზარეულს, ის 36 წლის ტაჯიკ ქალთან ერთად სამზარეულოში იყო. როგორც რუსული მედია წერს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება და შეფ-მზარეულის მხრიდან გაკეთებული ხუმრობა უძღოდა. მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)