00:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 10:51:26, 1837 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე

რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა, მეზობელი ქვეყნების კონტროლი სურს, დემოკრატიასა და თავისუფლებას კი საფრთხედ ხედავს.

„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. რაც უფრო დაუცველებს გამოგვაჩენს.

არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას, რომელსაც სხვა თავს დაესხმება. ეს ასევე არის ჩვენი ინტერესი და მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინა გადარჩენა მხოლოდ მისი მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

„ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა

იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება

უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მაგრამ რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა რისკებზე წასვლისთვის და დიდი ადამიანური ზარალის ასატანად.

მათ უკვე მობილიზებული ყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი იარაღის შეძენა და, ალბათ, რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა. სახიფათოა რუსეთის გაუფასურება“,- დასძინა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics