|
2023-01-05 18:48:29, 1212 ნახვა
მსოფლიო
პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანში დაკრძალეს
ვატიკანი დაემშვიდობა ემერიტუს პაპს ბენედიქტ XVI-ს. საპატიო პაპი 31 დეკემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიას ათასობით მორწმუნე დაესწრო. ზოგმა იოზეფ რაცინგერის მშობლიური გერმანიის დროშები მოიტანა. წმინდა პეტრეს ტაძრის წინ საპატიო სტუმრები ისხდნენ, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფალი სოფია. ცერემონიალს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ფრანცისკე ხელმძღვანელობდა. ფრანცისკე, რომის პაპი: "ბენედიქტე, ზეციური სიძის ერთგული მეგობარი, შეიძლება თქვენი სიხარული იყოს სრული, როდესაც გაიგონებთ მის ხმას, ახლა და სამუდამოდ." ცერემონიის დროს არქიეპისკოპოსმა გეორგ გენსვეინმა, რომელიც ბენედიქტ XVI-ის პირადი მდივანი იყო, მის კუბოზე ღია სახარება დადო. 2013 წელს ბენედიქტ XVI გახდა პირველი პონტიფიკოსი, რომელმაც გადადგა თანამდებობა 600 წლის განმავლობაში. მან თავისი გადაწყვეტილება რომის კათოლიკური ეკლესიის მართვის ძალების ნაკლებობით ახსნა. ყოფილი პაპის ცხედრი წმინდა პეტრეს ტაძრის საკურთხევლის ქვეშ საძვალეში განისვენებს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)