05:00 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 15:28:39, 1335 ნახვა

საზოგადოება
ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები ხვალ უნდა ჩაუტარდეს.

"ჩემ შესვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ექიმები არიან ინფორმირებულები და მუშაობენ ამის ირგვლივ. ხვალ დილით უტარდება უკვე დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს. ეს არის უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდი, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მეგობრებო, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას",- განაცხადა ხერხეულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 9 იანვარს გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics