23:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 21:13:32, 1185 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი ლულუ დასილვა პელეს დაემშვიდობა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ 29 დეკემბერს გარდაცვლილი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელეს გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ახლახან ხელახლა არჩეული სახელმწიფოს მეთაური ლულა და სილვა სანტოსში, ვილა ბელმიროს სტადიონზე ჩავიდა, სადაც ფეხბურთელის, მარსია აოკის ქვრივს მიუსამძიმრა.

განშორების შემდეგ ლულამ ტვიტერზე ცერემონიიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა "მშვიდობით მეფე. მშვიდად განისვენე პელე".

დაკრძალვის ცერემონია პელეს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ საშინაო სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მან თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ითამაშა.

პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებთან ერთად სამი მსოფლიო ტიტული მოიგო: 1958, 1962 და 1970 წლებში.

ბრაზილიის ნაკრებში მან 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა.

პელე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, რომელმაც გაიტანა გოლი მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე (ბურთი მეოთხედფინალში უელსის წინააღმდეგ 1958 წელს, ის იყო 17 წლის და 239 დღის), მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. (საფრანგეთთან მატჩში), ასევე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ფინალში გაიტანა.

ბრაზილიაში "ფეხბურთის მეფის" გარდაცვალების შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics