05:47 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-01 13:48:04, 1847 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

კანონით დაკონკრეტებულია, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics