2022-12-31 14:04:34, 1434 ნახვა
მსოფლიო
რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI გარდაიცვალა
რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანის რეზიდენციაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბენედიქტ XVI კათოლიკურ ეკლესიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გრიგოლ XII-ის შემდეგ 2013 წელს ის პირველი პაპი გახდა, რომელიც გადადგა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პაპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავად იყო, წმინდა საყდარმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა ასაკის გამო დამძიმდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,