06:47 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 09:29:00, 1476 ნახვა

საზოგადოება
რუსი ექიმი - ნავალნის მოწამვლის ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა, სააკაშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია

მკურნალობის ის ტიპი, რომელსაც სააკაშვილისთვის იყენებენ, ტიპურია საბჭოთა და პოსტსაბჭთა მედიცინისთვის - ამის შესახებ რუსმა ექიმმა ანდრეი ვოლნამ, ჟურნალისტ იულია ლატინინასთან ინტერვიუში განაცხადა. 

რუსმა ექიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის შეადარა, რომლის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. თუმცა ვოლნი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, საუბარია ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით.

"ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს აძლევდნენ 14 პრეპარატს, რომლებიც არავინ იცის როგორია ურთიერთქმედებისას და როგორ მოქმედებს კონკრეტულ ორგანიზმზე. მკურნალობის ის ტიპი, რომელსაც სააკაშვილისთვის იყენებენ, ტიპურია საბჭოთა და პოსტსაბჭთა მედიცინისთვის.  ნორმალური თერაპიისთვის მაქსიმუმ 5 პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ კლინიკაში, სადაც სააკაშვილია, არცთუ სწორად მკურნალობენ. ამასთან, არცერთ ამ მედიკამენტში არაა დარიშხანი და ვერცხლისწყალი. ამიტომ საიდან მოხვდა ისინი ორგანიზში?

ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში ამოცანა იყო ადამიანის სწრაფად მოკვლა. სააკაშვილის შემთხვევაში თუკი მართლაც არის მძიმე მეტალები და ვერ ვხვდები საიდან, საუბარია ნელ პროცესზე არაკეთილსაიმედო ფინალით. წარმოიდგინეთ, ყველა მიმართულების ექიმი თავისი დანიშნულებით და პაციენტი ტოქსიკურ დარტყმას იღებს.  ნავალნის შემთხვევაში ეს არის დანაშაულებრივი მკურნალობა, მიიყვანონ ადამიანი ლეტალურ გამოსავლამდე. სააკაშვილი უფრო მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა სასწრაფო ზომები"- ამბობს რუსი ექიმი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics