15:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 11:26:58, 711 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ამ წუთებში თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოდის

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სიტყვით გამოდის. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება. 

„მოგესალმებით მეგობრებო! მე ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს საზოგადოებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც. ერთგვარი ტრადიციაა, რომ ყოველწლიურად მოვიდეთ საკრებულოში, ვისაუბროთ ყველა იმ პროექტზე, რომელიც განვახორციელეთ და რომლებსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ. დღეს, ვისაუბრებ მასშტაბურ, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებზეც ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც  გავაგრძელებთ მუშაობას, გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც  დასაძლევი გვაქვს და მიზნებზე, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა,  იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც  ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს,  არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება,  რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს. 

გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics