|
2022-12-28 09:23:34, 1477 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია
მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამჟამინდელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. როგორც ბერბოკმა რუმინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მთელმა ევროპამ იგრძნო, თუ რას ნიშნავს ავტორიტარულ რეჟიმზე დამოკიდებულება. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კვალდაკვალ, მთელ ევროპაში ვგრძნობდით, რას ნიშნავს იყო ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებული. პუტინი ენერგიას იარაღად იყენებს - ეს მტკივნეული გაკვეთილი უნდა გვესწავლა... ისევე, როგორც ბევრი რუსს, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც მეზობლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არ გვაქვს ილუზიები - ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ, ფსონი ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივ გაძლიერებაზე უნდა დავდოთ. სანამ გაგრძელდება სასტიკი, აგრესიული ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ თანდათან გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით", - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ "ევროპა ძლიერი და ერთიანია. ის, წელს, იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა".
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)