07:36 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 22:31:00, 957 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა

უკრაინელი მოზარდები, რომლებიც თბილისის მერიის მოწვევით და სრული დაფინანსებით უკვე კვირაზე მეტია თბილისში იმყოფებიან, დღეს თბილისის მერს შეხვდნენ.

კახა კალაძემ  უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა.

მოზარდები ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტსაც დაესწრნენ.

საფეხბურთო გუნდის წევრებმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის  და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატი აჩუქეს.

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ, რომ არასდროს, არასდროს აღარ გენახოთ ომი. მშვიდობა და კეთილდღეობა ჰქონოდეს უკრაინას და ბევრი დღესასწაული გეზეიმოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ მოზარდებთან შეხვედრაზე.

უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრები თბილისში, „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ, ატარებენ მატჩებს, ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს თუ საგანმანათლებლო ტურებს, რის ხარჯებსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.

„თბილისის მერია მასპინძლობს მიკოლაივის  სპორტული სკოლის  აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს "დინამოს აკადემიის" ბაზაზე. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ - ვარჯიშები, ქალაქის ტური. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერებინეთ დედაქალაქი, სახელოვნებო სივრცეები, ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგებიც. ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავლენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სპორტული და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აუცილებლად მოვიწვევთ მომავალშიც.  ვფიქრობ, ასეთ მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

„საახალწლო სოფელში“ მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics