01:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 09:13:15, 1389 ნახვა

მსოფლიო
კულება - უკრაინას თებერვალში სამშვიდობო სამიტის ჩატარება სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მთავრობას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტი ჩაატაროს. აღნიშნულის შესახებ კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

კულებას თქმით. სამშვიდობო სამიტი, სავარაუდოდ, გაეროში გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შუამავლობით გაიმართება. 

მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი 2023 წელს მათი გამარჯვებით დასრულდეს. 

"ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი მთავრდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად",- განაცხადა კულებამ.

გარდა ამისა, კულებამ ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე.

მისი თქმით, პრეზიდენტი “აბსოლუტურად კმაყოფილია” ვიზიტის შედეგებით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics