|
2022-12-26 16:51:56, 946 ნახვა
საზოგადოება
PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა
PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში. კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას, ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)