10:53 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 23:27:58, 2232 ნახვა

სხვადასხვა
ესპანეთის მეფე ფილიპე VI - ჩვენ მოწმენი გავხდით უკრაინელი ხალხის ტანჯვას

ესპანეთის მეფემ  ფილიპე VI საშობაო მილოცვაში უკრაინა ომზე ისაუბრა. მონარქმა აღნიშნა რომ მსოფლიო მოწმე გახდა უკრაინელი ხალხის ტანჯვის.

„როდესაც ვიფიქრეთ, რომ ყველაზე უარესი - პანდემია დავძლიეთ, თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ მოწმენი გავხდით უკრაინელი ხალხის ტანჯვას და ღრმა მწუხარებით განვიცდით ათასობით ადამიანის სიცოცხლეს“, - ამბობს ფილიპ VI.

უკრაინაში ომის შესახებ ვრცლად ისაუბრა რომის პაპმა ფრანციესკემ. 

"ჩვენი უკრაინელი ძმები და დები აღნიშნავენ შობას სიბნელეში და სიცივეში, სახლიდან მოშორებით 10 თვიანი ომის შედეგად გამოწვეული განადგურების გამო. მოგვეცი ძალა უფალო, დავეხმაროთ კონკრეტული ქმედებებით ყველას, ვინც ამ ტანჯვას განიცდის და გაანათლე მათი გონება, ვისი ძალაც არის იარაღი. დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს უაზრო ომი“, - მიმართა პაპმა სამყაროს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics