08:27 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 01:53:38, 2149 ნახვა

საზოგადოება
„ხსნის არმიის“ ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს

ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს „ხსნის არმიაში“.

„კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა იმაზე დიდი მოვლენა, ვიდრე იესო ქრისტეს განკაცებაა. იესო ქრისტეს იუდეის ბეთლემში დაბადებით, მისი ცხოვრებით, სწავლებით, ქადაგებით და სიყვარულით გამოვლინდა მამის უპირობო სიყვარული ჩვენდამი, იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩენილიყო და გვქონოდა ხსნა. ამიტომ მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ ჰქონდეს მშვიდობა სულში, შინ და გარეთ და უფლის თანდასწრება იყოს მათთან“, – თქვა პირველ არხთან საუბრისას „ხსნის არმიის” რეგიონულმა მეთაურმა, რევაზ ბახტაძემ.

საქართველო ერთ-ერთია იმ 132 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია „ხსნის არმია“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს, საქართველოში კი 1993 წლიდან მოღვაწეობს და ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი აქვს. „ხსნის არმიის“ მიზანია სახარების ქადაგება, ღვთის სიტყვის გავრცელება, ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობა. „ხსნის არმია“ წარმოდგენილია თბილისში – ოთხი და რუსთავში ორი ადგილობრივი ეკლესიით, ასევე მათი ეკლესიები ფუნქციონირებენ ბათუმსა და ლაგოდეხში. „ხსნის არმიელთა“ საღვთისმსახურო შეკრებებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800 კაცი მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics