14:08 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 23:49:56, 2603 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - საჭიროა მაქსიმალური ერთგულება და მტერს ყველა ფრონტზე დავამარცხებთ

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს. ამის შესახებ ინფომაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, უნდა გავრცელდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. მან დასძინა, რომ სამუშაო ბევრია, მაგრამ მაქსიმალური ერთგულებით შეძლებენ მტრის დამარცხებას ყველა ფრონტზე.

"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ომის დასასრული. მტერთან კომპრომისი არ იქნება. ჩვენთვის მთავარია ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა და ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობდეს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უსაფრთხოების გარანტიები და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, 1991 წლის საზღვრებში დაბრუნება, ინიციატივა Grain from Ukraine, სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და დასავლეთის ქვეყნებთან მუშაობა... ბევრი სამუშაოა. საჭიროა მაქსიმალური ერთგულება და ეფექტურობა და მტერს ყველა ფრონტზე დავამარცხებთ", - განაცხადა ერმაკმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics