|
2022-12-23 13:32:20, 905 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე" გამარჯვებული გამოვლინდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, რიგით მესამე კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე" გაიმართა. ფინალურ ეტაპზე, საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე კობა აბრამიშვილი გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს. „სომელიეს პროფესია უკვე დამკვიდრდა და აქტიურად ვითარდება საქართველოში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ღვინის ინდუსტრიაშია ჩართული, დააფასონ ეს პროფესია, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურა დაინერგოს, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. კონკურსში მონაწილეობდა 10 სომელიე, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. რამდენიმე საკონკურსო დავალების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული სომელიე კობა აბრამიშვილი გამოავლინა. კონკურსის ჟიურის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი თავმჯდომარეობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ მეტრეველი, ასევე დარგის სხვა ექსპერტები. კონკურსის საპატიო სტუმარი იყო უკრაინის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივან ბაჩურინი. საქართველოს მეღვინეობის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენი" შპს ღვინის ლაბორატორიის დირექტორს, ირმა ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)