|
2022-12-23 13:18:20, 1075 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს” მხარდაჭერით, 60%-ით იზრდება
2023 წლისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” მხარდაჭერით, 60%-ით გაიზარდა. აღნიშნული პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 114 000 ევროს შეადგენს. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და ველური ბუნების მართვის მიმართულებების გაძლიერებას. "ველური ბუნების სააგენტო 2023 წელს მუშაობას დაასრულებს საქართველოს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ, რის შედეგადაც მოხდება სახეობათა პოპულაციების მონიტორინგი და კონტროლი, ბრაკონიერობის შეზღუდვა, სამონადირეო სივრციდან ეკონომიკური სარგებლის დაგეგმვა, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შვედეთის მთავრობის დახმარებით, მიმდინარე პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში, ველური ბუნების სააგენტოს მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, 2023 წელს, დაგეგმილია კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენის ორგანიზება; შეიღობება 200 ჰა-მდე ტერიტორია; აშენდება სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ, ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, ტყეპარკში მწვანე საფარის აღდგენის პროცესი დაიწყო და მასშტაბური სამუშაოები 2023 წელსაც გაგრძელდება; დაირგო ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობების, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები; აიკრძალა ნადირობა, ძოვება, დროებით შეიზღუდა თევზჭერა, მერქნული მასალის გატანა, ცეცხლის დანთება და სხვა", - ნათქვამია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)