01:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 16:14:19, 1398 ნახვა

ეკონომიკა
დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი, ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე - შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი (რომელიც შედგება დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურად დაბრუნების ამოქმედებამდე წარმოშობილი ზედმეტობისაგან), ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადასახადის გადამხდელების მეტი ინფორმირების მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტების იმ მცირე რაოდენობას, რომელთაც დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ დაბრუნების პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე (2020 წლის ნოემბრამდე), დაგროვებული ზედმეტობის თანხების დაბრუნება, დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე, საკუთარი ავტორიზებული ვებგვერდის გამოყენებით,  გამარტივებულად დაიბრუნონ 2020 წლის ნოემბრამდე აკუმულირებული დღგ-ის თანხები. 

"ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ  აღნიშნული ზედმეტობის გადატანა გადამხდელის პირად ბარათზე არ ნიშნავს, ზედმეტობის თანხის ჩამოწერას, ის რჩება აღნიშნულ ბარათზე და მისი გამოყენება გადასახადის გადამხდელს შეეძლება, როგორც მომავალი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ასევე უცვლელად ნარჩუნდება გადასახადის გადამხდელის უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტად გადახდილი, არა ხანდაზმული  თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა. 

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ,  ინფორმაცია უკვე მიწოდებულია  გადასახადის გადამხდელებისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა არხის გამოყენებით",- აღნიშNულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics