09:57 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 13:00:29, 1147 ნახვა

საზოგადოება
მალხაზ ურთქმელიძე - სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მ. სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.

„MAYO CLINIC" ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოეს ამერიკულ ლაბორატორიაში.

ასევე, „DOCTOR'S DATA" ლაბორატორიის მაჩვენებლების თანახმად, სააკაშვილის თმაში ნანახი პარამეტრები აქაც ნორმის ფარგლებშია.

„მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ", − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

მისივე განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, რომ იყო მოწამვლა, მითუმეტეს, პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე აბსურდული კი არა, სასაცილოა და ამან უკვე გროტესკული ფორმა მიიღო.

„ჩვენ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე ზღვარს ზევითაა. არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი, არ დასტურდება", − აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics