|
2022-12-21 10:27:50, 1219 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური - რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს - რა მოწამვლაზეა საუბარი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე, გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე. ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს მოწამვლას არ ნიშნავს. „რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რამე, რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება, თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი - ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტთან რჩება, რომ ეს არის ნამდვილად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ - მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ. მისივე თქმით, სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას - ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში. „MAYO CLINIC" ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოეს ამერიკულ ლაბორატორიაში. ასევე, „DOCTOR'S DATA" ლაბორატორიის მაჩვენებლების თანახმად, სააკაშვილის თმაში ნანახი პარამეტრები აქაც ნორმის ფარგლებშია. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. ჩვენ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე ზღვარს ზევითაა. არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი, არ დასტურდება", - აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, ექსპრეზიდენტს ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღსანიშნავია, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო.
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)