01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 09:51:03, 1552 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით

რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითვაზე კრემლის მიერ ბელარუსის შთანთქმის შესაძლებლობაზე პუტინმა განაცხადა:

„რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში. უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“,- განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას.

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას - ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“,- დასძინა პუტინმა.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს არ შეუძლია, მარტომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ახლა ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან უსერიოზულესი განცხადება გავაკეთეთ. თავდაცვა და უსაფრთხოება. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: შეგვიძლია ჩვენ მარტოს, რუსეთის გარეშე ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა? არ შეგვიძლია. და რთულ პერიოდში მან უარი არ გვითხრა“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შესახვედრად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics