|
2022-12-19 14:44:41, 1727 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 286 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების (250 ფუნტი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუნაკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ 2023 წელს, უკრაინის მხარდაჭერა გაზარდონ. ”მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია. ჩვენი ერთობლივი განლაგება რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს ვუპასუხოთ", - ამბობს სუნაკი, როგორც ამას ბრიტანეთის მთავრობა იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ლონდონის აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, 2023 წლის განმავლობაში, საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა უკრაინაში 125 საზენიტო იარაღი და 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)