|
2022-12-19 10:40:21, 1470 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მზად მაქვს
რომის პაპმა ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ მისცემს თავისი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „vaticannews“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პაპმა წერილი კარდინალ ტარჩიზო ბერტონეს გადასცა. „ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მზადაა“,- წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ივლისში Reuters-თან ინტერვიუში ფრენსისმა უარყო სპეკულაციური ცნობები, რომ მისი გადადგომა გარდაუვალი იყო და გაიმეორა მისი ხშირად გამოთქმული პოზიცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა გადადგეს ერთ დღეს, თუ ჯანმრთელობის გაუარესება შეუძლებელს გახდის მისთვის ეკლესიის მართვას - რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო ბენედიქტ XVI-მდე. ივლისიდან ფრენსისმა სამი საერთაშორისო მოგზაურობა მოახდინა - კანადაში, ყაზახეთსა და ბაჰრეინში, ამასთან, გეგმავს ეწვიოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და სამხრეთ სუდანს 31 იანვრიდან 5 თებერვლამდე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)