02:16 - 01 Nov, 2026
|
2022-12-16 15:42:31, 1414 ნახვა
მსოფლიო
ბერლინში გიგანტური აკვარიუმი აფეთქდა - წყალმა სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დატბორა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Radisson Blu-ს ფოიეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შუშის ნამსხვრევებით 2 ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა, რის გამოც Radisson Blu-დან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ბერლინის სახანძრო სამსახურის ცნობით, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ 14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმს, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა და რომელშიც 1 500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა, რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)