00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 09:26:03, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ვერ ამარცხებენ ჩვენს ჯარს, ამიტომ ყველა ქალაქსა და სოფელს ფიზიკურად ანადგურებენ

დონბასში სასტიკი შეტევები გრძელდება. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს ჯარს, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი, დარტყმები ასევე განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. 

"ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და თავისუფლების წინააღმდეგ. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც ფრონტზეა დონბასში, სამხრეთში, ვინც ჩვენს საზღვარს, ცასა და ხალხს იცავს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე დათმო თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics