|
2022-12-15 15:35:51, 1400 ნახვა
მსოფლიო
მედია - აშშ-ის კონგრესი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას განიხილავს
აშშ-ის კონგრესმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითვალისწინებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ი ავრცელებს. ორმა ამერიკელმა დეპუტატმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ სამთავრობო ორგანიზაციას, დემოკრატმა სტივ კოენმა და რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთი ამოიღოს. დეპუტატების თქმით, „რუსეთმა ჩაიდინა გაეროს წესდების აშკარა დარღვევა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის უფლებას ჰქონდეს ადგილი უშიშროების საბჭოში“. მათ შორისაა ასევე: უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია, უკანონო კენჭისყრა, უკრაინის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბუჩა, სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები და ბირთვული მუქარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ორპარტიული ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მოუწოდა გაეპროტესტებინა რუსეთის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და შესთავაზა კონგრესს აღიაროს, რომ „რუსეთის ომმა დაარღვია გაეროს მიზნები და პრინციპები და სთხოვს აშშ-ს მთავრობას გადადგას ნაბიჯები გაეროში მისი უფლებების შეზღუდვის მიზნით“. შეგახსენებთ, როგორც როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ გაეროს უშიშროების საბჭოში დაიკავა ადგილი, მაგრამ „მსოფლიოში არავის სურს მისი ტყუილების მოსმენა“ ამასთან მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას მოითხოვდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)