|
2022-12-14 11:54:58, 1415 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ქირურგიული მკურნალობა სრულად უფინანსდებათ
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, ქირურგიული მკურნალობა სრულად უფინანსდებათ. სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისების სრულად დაფარვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი მექანიზმის დანერგვამ განაპირობა. ე.წ. DRG მეთოდი ქვეყნის მასშტაბით 1 ნოემბერს ამოქმედდა. ამ და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწიენებულ სიახლეებზე ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე. ,,შეხვედრაზე სოფლის ექმიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გავაცანით სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და მასში ასახული პროგრამული სიახლეები. ვინაიდან უწყება ფინანსურ დოკუმენტს სწორედ მოსახლეობის მომართვიანობის, წინა წლებში მოქმედი პროგრამების შესრულებისა და ანალიტიკის საფუძველზე ადგენს. შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მექანიზმის ამოქმედებით, აჭარაში პაციენტებს სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად უფინანსდებათ“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე და მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდნენ. ხულოში ასევე, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, რიყეთის მბულატორიის მედდა - ნანი გორგაძე დააჯილდოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკო პაციენტებს ასევე სრულად უფინანსებს (1000 ლარის ღირებულების ფარგლებში) თარგენტული, იმუნოთერპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებს. აგრეთვე ლაბორატორიულ კვლევებს, როგორიცაა - სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედები, მოლეკულურ-გენეტიკური ფლუორესცენტული, ქრომოგენული, პათმორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და სხვა. აღნიშნული დაფინანსება საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში 2023 წელსაც გაგრძელდება. მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკო პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებზე კიდევ ურო ხელმისაწვდომობის მიზნით, შემდეგი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს: გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო თარგენტული, იმუნოთერაპიული, ბისფოსფონატების ჯგუფის დასაფინანსებელი მედიკამენტების ნუსხა, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება; ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური და მაღალი რისკის ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად, ფესგო; მოიმატებს თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ზღვრული რაოდენობა - 10 000 ლარამდე. გაიზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 000 ლარამდე, ასევე გაიზრდება იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის შესაბამისი ლიმიტი - 15 000 ლარამდე; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ყველა პაციენტს დაუფინანსდება პოზიტრონ-ემისიური კომპიუტრული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევა სოციალური სტატუსის გათვალისწინებით 90-100% -ით; გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი თანხა; „ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის“ პროგრამით, გაიზრდება პაციენტების დაფინანსების პროცენტული წილი და დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)