04:13 - 01 May, 2026
|
2022-12-13 10:49:37, 968 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის რეკონსტრუქციას „მარშალის გეგმას“ ადარებს. შოლცმა აღნიშნულის თაობაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. როგორც კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, G7-ს ახლა სურს, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო საკოორდინაციო პლატფორმა შექმნას. „უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება, ალბათ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება. პუტინი იზოლირებულია, ის მარტო დგას. G7 კვლავ მოუწოდებს მას უკრაინიდან გასვლისკენ. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აცხადებს ოლაფ შოლცი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)