23:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 16:01:51, 1405 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობისგან იმედისმომცემი ნაბიჯები არ გვინახავს

კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამასთან, „სწრაფ გზაზე“ დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია.

„შეხვედრაზე ყველაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც დღის წესრიგში დგას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია, არ გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ სანქციების გაძლიერების, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით. როდესაც წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა იმის ყურება რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, განსხვავებულ ლიანდაგებზე დგანან.  ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო პროაქტიული მოქმედებები, უფრო მეტი ენერგია და სიმტკიცე მსურს ვიხილო. ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები და პროგრესი რომელიც საქართველოს ამ ლიანდაგზე გადაიყვანს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც მას მხარს უჭერს“,- განაცხადა ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics