23:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 14:37:50, 1530 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ რუსეთის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ცუდს ვერაფერს ვხედავ

თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს.

დედაქალაქის მთავრობის მეთაურის განცხადებით, იმ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, რომლებსაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება არ მოსწონთ, პრობლემას არ წარმოადგენს.

"რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში?" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. გონჩარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აეკრძალათ. ამავე დღიდან ძალაში ასევე შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics