|
2022-12-12 13:20:27, 1396 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობას მოიცავს. როგორც შეხვედრაზე აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა განაცხადა, მოხარულია, რომ აშშ-ის საელჩო პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს, რადგან მნიშვნელოვანია პროკურორების და მათი ხელმძღვანელებისთვის რეგულარულად განიხილონ სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, რაც პროკურატურის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები; ფულის გათეთრების დანაშაულის გამოვლენის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის მიზნით გატარებული ღონისძიებები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით დანერგილი სიახლეები; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და მომიჯნავე დანაშაულები. ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრის განხილვის ამოქმედების ახალი მექანიზმი განიხილეს. შეხვედრაზე, თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელებმა თბილისსა და რეგიონებში, არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე კორუფციულ დანაშაულებზე პრობლემური და სტატისტიკური საკითხების, სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე 2020-2022 წლებში გამოვლენილი გამოძიების ხარვეზების ანალიზის და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების ეფექტიანობის შესახებ იმსჯელეს.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)