|
2022-12-12 11:53:44, 1610 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ „სტროიპარკში” ხანძარია
რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ "სტროიპარკში" ხანძარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა და დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. „სამშენებლო მასალას ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრთან ახლოს 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძარი პირველ სართულზე გავრცელდა",- წერს TASS-ი. მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, რომ სტროიპარკში ხანძრის ფართობი 700 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა. რუსეთის სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმაციითვე, სავაჭრო ცენტრში ხანძრის ჩაქრობა რთულია იმის გამო, რომ შენობის ტერიტორიაზე უამრავი აალებადი პროდუქტი და სამშენებლო მასალაა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)