01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 11:09:59, 1979 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას. მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ბელარუსის არმია ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით,  უკრაინაში შეჭრამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის არაღიარებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი.

„ლუკაშენკო 2020 და 2021 წლებში მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩასახშობად ბელარუსის სამხედრო დანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაეყრდნო. უსაფრთხოების ამ აპარატის დიდი ნაწილის გამოყენება უკრაინის ომში, სავარაუდოდ, ლუკაშენკოს ღიას დატოვებს ახალი არეულობისა და წინააღმდეგობისთვის.

ლუკაშენკო ასევე მიხვდება, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს უთხრის მის, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობები ბელარუსზე სრული კონტროლის დასამყარებლად წარმატებული იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბელარუსის ომში მონაწილეობა „უარეს შემთხვევაში, აიძულებს უკრაინას დროებით "გადაისროლოს"ძალები და აღჭურვილობა ფრონტის ხაზიდან“. 

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუკაშენკო გაგზავნის თავისი ძალების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაზე თავდასხმისთვის, ბელარუსის შეიარაღებული ძალები მაინც დარჩება მცირე ძალად, რომელიც ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს“,- აცხადებენ ISW-ში.

ანალიტიკოსების თქმითვე, ბელარუსი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლუკაშენკომ გააგზავნოს თავის არმია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების გაერთიანებული ჯგუფის განლაგების შესახებ. მოგვიანებით, ოქტომბერში, რუსი წვევამდელები ბელარუსის ტერიტორიაზე შეიყვანეს. 

დეკემბრის დასაწყისში, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ მოზირში, გომელში და მოგილევში გაიზარდა რუსეთის ფედერაციის მობილიზებული სამხედროების რაოდენობა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება. მას მიაჩნია, რომ შეტევის შესახებ ინფორმაცია პანიკის შესაქმნელად ვრცელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics