|
2022-12-12 10:01:33, 1565 ნახვა
მსოფლიო
პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები იმართება - ანდაჰუაილასში პოლიციასთან შეტაკებას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, პერუს რამდენიმე ქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დინა ბოლუარტეს საწინააღმდეგო აქციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში, 2 ადამიანი დაიღუპა. პერუს ომბუდსმენის ოფისის ხელმძღვანელმა, ელიანა რევოლარმა განაცხადა, რომ პოლიციასთან შეტაკებისას დაღუპულები არასრულწლოვნები არიან. "ჩვენ ვწუხვართ ორი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე დაშავებულის გამო. მოვუწოდებ მოსახლეობას, დამშვიდდნენ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სეზარ სერვანტესმა. დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ ხალხი დედაქალაქ ლიმას ქუჩებშიც გამოვიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პროტესტი სტაბილურად იმატებს მას შემდეგ, რაც სამხრეთ ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ გადააყენა მემარცხენე პრეზიდენტი პედრო კასტილო, რადგან მან კონგრესის დაშლა სცადა. დინა ბოლუარტემ - ყოფილმა პროკურორმა, რომელსაც კასტილოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მალევე დადო ფიცი, წარადგინა თავისი ახალი კაბინეტი და პრემიერ-მინისტრად ყოფილი პროკურორი პედრო ანგულო დაასახელა. საპროტესტო აქციის მონაწილეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონგრესის დაშლას, ვადამდელ არჩევნებს, ახალ კონსტიტუციასა და პედრო კასტილოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)